ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 567 ადამიანს დაუდასტურდა, რაც გუშინდელ მაჩვენებელს 130-ით აღემატება.
ასევე გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი – იმავე პერიოდში გარდაიცვალა 41 პაციენტი.
იზრდება დადებითობის მაჩვენებელი, რომელმაც დღიურ ჭრილში 8,65%, 14 დღეში 6,18%, ბოლო 7 დღეში კი 7,43% შეადგინა. ერთ დღეში 7 867 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 372 ადამიანი იმყოფება.