საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო აცრის ორი დოზა 1,156,606 ადამიანს აქვს გაკეთებული, რაც მთელი მოსახლეობის 31% და ზრდასრული მოსახლეობის 40%-ია. ეს მაჩვენებელი 20%-ით ჩამორჩება იმუნიზაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც 2021 წლის ბოლოსთვის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობდა.
კლინიკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაქცინაციის ეფექტიანობას კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების აცრის სტატუსის სტატისტიკა ადასტურებს.
კერძოდ, მცხეთის კოვიდ-კლინიკის ხელმძღვანელი ლიკა მუმლაძე ამბობს, რომ მათ კლინიკაში აცრილი პაციენტის არც ლეტალობის და არც რეანიმაციაში მოხვედრის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ხანდაზმული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
ჩვენ კლინიკაში ვაქცინირებული პაციენტის არათუ გარდაცვალების, რეანიმაციაში მოთავსების პრეცედენტიც კი არ გვქონია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარდაცვალების მაღალი ირისკი დაკავშირებულია პრევენციული ღონისძებებისა და რეგულაციების დაუცველობასთან,“- განაცხადა ლიკა მუმლაძემ.