მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “ომიკრონის” დაფიქსირებიდან ორ თვეში კოვიდ 19-ის ახალი შტამი გამოჩნდა

“ომიკრონის” დაფიქსირებიდან ორ თვეში კოვიდ 19-ის ახალი შტამი გამოჩნდა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, Covid-19-ის ახალი შტამი, რომელსაც დროებით მიენიჭა სახელი – B.1.640.2. 12 ადამიანს დაუდასტურდა. არსებული ცნობით, პირველად კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაუდასტურდა პირს, რომელიც კამერუნში მოგზაურობიდან დაბრუნდა. ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ახალი შტამი, შესაძლოა, აფრიკის ქვეყნიდან იყოს.

Covid-19-ის ახალი ვარიანტის კვლევა მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის ცნობილია, რომ მას 46 მუტაცია აქვს.

ამასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ივანე ჩხაიძემ, რომლის თქმითაც მუტაციებიდან 6 არის წვეტის ცილის რეგიონში, რაც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედის შეჭრაზე.

„განიხილავს თუ არა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ მუტაციას „შეშფოთების მუტაციების“ კატეგორიად თუ დარჩება „ინტერესის მუტაციის“ კატეგორიაში, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ყველაზე მთავარია ამ მუტაციის შეფასება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეაფასებს თუ არა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ამ მუტაციას შეშფოთების მუტაციად, ანუ მუტაციად, რომელიც უფრო სწრაფად გადამდებია, მძიმე დაავადებას იწვევს და რომლის წინააღმდეგ ვაქცინები არის არაეფექტური – ეს არის 3 ძირითადი მახასიათებელი, რომელიც გვჭირდება ამ კამერუნული შტამის შესაფასებლად.

ასეთი მუტაციები ბევრია და მარტო 2021 წლის განმავლობაში 3 ასეთი მუტაცია ვიხილეთ. შესაძლებელია, ახალი მუტაცია იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე „დელტა“ შტამია, ამიტომ ამას სჭირდება შეფასება. საუბარი, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია, ძალიან ადრეა. საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი ადასტურებს, რომ ამ ვირუსის უნარი, განიცადოს მუტაცია, მართლაც უპრეცედენტოა. მსგავსი რაოდენობით მუტაცია არცერთ ვირუსს არ ჰქონია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …