ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 943 შემთხვევა დაფიქსირდა. დაბალი მაჩვენებელი საახალწლო დღეებში ტესტებზე მიმართვიანობის შემცირებას უკავშირდება, თუმცა დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რომელიც გუშინ 5,41% იყო, ამ ნიშნულს ასცდა და 6,27% შეადგინა. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 5,5%-ია, ბოლო 7 დღის კი – 5,77%.
ბოლო დღე-ღამეში კოვიდ-19-ით 37 ადამიანი გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 446 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროებში – 833.