როგორმე ეს ახალი წელი გავატაროთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ვიწრო წრეში. მოვასწრებთ ყველაფერს, ახალი წელი ბევრი იქნება, მაგრამ რისკები რაც წელს გვაქვს, არ განმეორდება. ახლა გვაქვს ყველაზე მაღალი რისკი ინფიცირების ზრდის, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ღია სივრცეში შეხვედრა შესაძლებელია და ასეთ შემთხვევაში რისკები ნაკლებია, თანაც, თუ ნიღაბი გვექნება გაკეთებული.
„დახურული სივრცე და განსაკუთრებით ხალხმრავალი თავყრილობები არის ერთ-ერთი შესაბამისი ადგილი ინფექციების გავრცელების. ამიტომ კარგი იქნება თუ ამას გავითვალისწინებთ და როგორმე ეს ახალი წელი გავატაროთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ვიწრო წრეში. მოვასწრებთ ყველაფერს, ახალი წელი ბევრი იქნება, მაგრამ რისკები რაც წელს გვაქვს არ განმეორდება, ახლა გვაქვს ყველაზე მარალი რისკი ინფიცირების ზრდის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.