მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ხვალ, 20:00 საათზე, პირველ არხზე, აცრის ლატარიაში 100 ათასი ლარი გათამაშდება

ხვალ, 20:00 საათზე, პირველ არხზე, აცრის ლატარიაში 100 ათასი ლარი გათამაშდება

ხვალ, 20:00 საათზე საქართველოს პირველ არხზე ე.წ. აცრის ლატარიის ფინალური გათამაშება გაიმართება, რომელშიც 100 ათასი ლარი გათამაშდება.

ლატარია “აიცერი და მოიგე” იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კოვიდვაქცინაციის წახალისების მიზნით. მან მიმდინარე წლის 14 დეკემბერს აიღო სტარტი და ხვალ დასრულდება.

27 დეკემბერს ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშებები დასრულდა, რომლებსაც უკვე 17055 გამარჯვებული ჰყავს. სულ მოგებული თანხა 2 მილიონ 700 ათასს შეადგენს. ყოველდღიურად თამაშდებოდა 100-დან 500 ლარამდე მოგება, ყოველკვიურეულად კი 1000-დან 10 ათასამდე ლარი.

31 დეკემბერს, შემაჯამებელ გათამაშებაში მონაწილეობას ის ადამიანებიც მიიღებენ, რომლებმაც ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში თანხები უკვე მოიგეს.

ლატარიაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მაინც აქვთ გაკეთებული. ასეთი კი საქართველოს 1,287,341 მოქალაქეა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …