მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » როგორ უნდა ასახონ უცხო ქვეყნებში ვაქცინირებულმა მოქალაქეებმა „მწვანე პასპორტში“ საკუთარი აცრის სტატუსი

როგორ უნდა ასახონ უცხო ქვეყნებში ვაქცინირებულმა მოქალაქეებმა „მწვანე პასპორტში“ საკუთარი აცრის სტატუსი

ჯანდაცვის სამინისტრო სიახლეს სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინირებული არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ დოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან პირიქით და მათი რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში.

მსგავს შემთხვევებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, (რომლებიც შეესაბამებიან ,,COVID- 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლე დამატებითი პირების განსაზღვრის შესახებ“ N01-353/ო ბრძანებით განსაზღვრულ პირებს) მიეცათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება, რაც

მათ Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ქვემოთ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებს და წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის საფუძველზეც ადგილზევე მოხდება მათი რეგისტრაცია და სტატუსი აისახება Georgia eHealth აპლიკაციაში.

 

1 შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა;- ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29

2 შპს „Exspress Medical Service” – ქ. თბილისი,ზღვის პლაზა ჰუალინგი

3 შპს ,,ვივამედი“- ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N234

4 შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სოფელი რუხი

5 შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2

ე.წ „მწვანე პასპორტის“ სისტემა ძალაში 2021 წლის 1 დეკემბრიდან შევიდა.

 

 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …