მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 60 წელს გადაცილებული ადამიანების პირველადი აცრები შემცირდა – 200-ლარიანი პროგრამა სრულდება

60 წელს გადაცილებული ადამიანების პირველადი აცრები შემცირდა – 200-ლარიანი პროგრამა სრულდება

შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში გუშინ არცერთი აცრა არ ჩატარებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყველაზე მეტი – 1919 ვაქცინაცია თბილისში ჩატარდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილისჯავარა უგრეხელიძის  განცხადებით,  ვაქცინის პირველადი დოზების რაოდენობამ იკლო და მცირედით გაიზარდა ბუსტერების წილი. მისივე თქმით,  შემცირდა 60 წელს ზემოთ მოსახლეობის პირველადი ვაქცინაცია, რაც “არ არის კარგი ნიშანი”.

მისი ინფორმაციით, რესპუბლიკური კლინიკის მიერ ერთ დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა 1500-ზე მეტია, რაც საშუალო მაჩვენებელია – ეგვისტო-სექტემბერში რესპუბლიკური საავადმყოფოს ბრიგადები დღიურად 5 ათასზე მეტ ადამიანს ცრიდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ბუსტერ-დოზის გაკეთება ფაიზერით და ასტრაზენეკას პრეპარატით აცრილ იმ ადამიანებსაც შეუძლიათ, რომელთა მეორე ვაქცინაციიდან 3 თვეა გასული. დღემდე ეს ვადა ჩინური ვაქცინით აცრილებზე ვრცელდებოდა, “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” შემთხვევაში კი აღნიშნული ვადა 5 თვე იყო.

ასევე შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს იწურევა ვადა, როდესაც, 60 წელს გადაცილებული ადამიანები, პირველადი აცრის შემთხვევაში, 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …