მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში “ომიკრონის” 24 ფაქტი დადასტურდა – 5 დღეში შემთხვევების რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა

საქართველოში “ომიკრონის” 24 ფაქტი დადასტურდა – 5 დღეში შემთხვევების რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა

5 დღეში საქართვეელოში „ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა და ამ მომენტისთვის კორონავირუსის ეს შტამი 24 ადამიანს აქვს დადასტურებული.

„ჩვენთან დღეს უკვე „ომიკრონის“ 24 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ყველა მსუბუქი მიმდინარეობის არის. პირველი ორი შემთხვევის კონტაქტების გამოკვლევა მოხდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებიც ორშაბათს გამოცხადდა. გამოკვლევის შედეგად ვირუსი კონტაქტში მყოფ ყველა პირს დაუდასტურდა. ყველა ინფიცირებული ვაქცინირებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, 9 შემთხვევა დუბაიდანაა, 1 ბუდაპეშტიდან, 1 ლონდონიდან, 2 თურქეთიდან აფრიკის გავლით, 1 კი აშშ-დან დაბრუნებულ მოქალაქეს დაუდასტირდა. ამ ეტაპზე 53 საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.

გამყრელიძის ინფორმაციით, ომიკრონის პირველი 2 შემთხვევა საქართველოში გასულ შაბათს დადასტურდა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …