მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » პირველად ამ სეზონზე, საქართველოში B ტიპის გრიპი დაფიქსირდა – სეზონური ვირუსები აქტიურდება

პირველად ამ სეზონზე, საქართველოში B ტიპის გრიპი დაფიქსირდა – სეზონური ვირუსები აქტიურდება

საქართველოში, მიმდინარე სეზონზე პირველად, B ტიპის გრიპის ვირუსი დაფიქსირდა. ასევე, ამ სეზონზე მეორედ, ლაბორატორიულად დადასტურდა A/H3 ვირუსი. სტატისტიკურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, აგრესიულობით გამორჩეული H1N1 შტამი, ე.წ. ღორის გრიპი ჯერ ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. H3 შტამი მასთან შედარებით ნაკლები სიმძიმით გამოირჩევა. ეს შტამი, ისევე როგორც B ტიპის ვირუსი, შედის გრიპის იმ სახეობებში, რომელთა წინააღმდეგაც ოთხკომპონენტიანი ვაქცინაა მიმართული.

გასულ სეზონზე საქართველოში ა ტიპის გრიპის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ორჯერ გამოვლინდა B ტიპის გრიპი, რომელიც შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. გაზრდილი მობილობისა და პირბადეების ტარების დაბალი მაჩვენებლის ფონზე, სპეციალისტები წელს ტვინდემიას, ანუ გრიპისა და კორონავირუსის პარალელურ ეპიდემიებს ელოდებიან.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …