მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დადებითობის მაჩვენებელი 6%-ს ჩამოსცდა – ეპიდსიტუაცია უმჯობესდება

დადებითობის მაჩვენებელი 6%-ს ჩამოსცდა – ეპიდსიტუაცია უმჯობესდება

ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 296 ადამიანს დაუდასტურდა. სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 910 456 -ია. 

გარდაიცვალა 45 ადამიანი, სულ ქვეყანაში კოვიდ 19-სგან დაღუპული პაციენტების რაოდენობა 13 116-ია.

შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც დღიურ ჭრილში 6%-ს ჩამოსცდა და 5,89% შეადგინა. ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 6,93%-ია, ბოლო 7 დღეში 6,39%.

დღიურად აცრილია 2 792 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 774 ადამიანი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში – 1 071. 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …