ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის” შემთხვევა დადასტურებული არ არის. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შეისწავლეს, თუმცა, ახალი შტამი არ დაფიქსირდა.
„რამდენიმე შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ. შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით დაკვირვებას”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სპეციალისტების განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში დეკემვერში გამოვლინდება და იანვარ-თებერვალში ახალ შემთხვევებს შორის დომინანტური გახდება.