მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “ძალიან ინფექციურმა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება და სიკვდილი” – ზაზა წერეთელი ომიკრონზე

“ძალიან ინფექციურმა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება და სიკვდილი” – ზაზა წერეთელი ომიკრონზე

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ომიკრონის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რამოდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ Omicron Covid-ის ვარიანტი 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე კოროვირუსის ორიგინალური და დელტა ვერსიები ქსოვილის ნიმუშებში, რომლებიც აღებულია ბრონქებიდან. “ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში დადგენილი ეს შედეგი ხელს შეუწყობს ამ შტამის სწრაფი გადაცემის ახსნას.

ჰონგ კონგის უნივერსიტეტის ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ახალი ვარიანტი 10-ჯერ ნელა იზრდებოდა ფილტვის ქსოვილში, რაც ავტორების თქმით, შესაძლოა დაავადების დაბალი სიმძიმის მაჩვენებელი იყოს.

მაიკლ ჩან ჩი-ვაიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა სამუშაოს, თქვა, რომ შედეგის ინტერპრეტაცია საჭიროა სიფრთხილით, რადგან მძიმე დაავადება განისაზღვრება არა მხოლოდ ვირუსის სიჩქარით რეპლიკაციით, არამედ ადამიანის იმუნური პასუხით და, კერძოდ, იმუნური სისტემის ფუნქციონირებით. სწრაფმა გამრავლებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს იმუნური სისტემის მკვეთრი პასუხი და ეგრეთ წოდებულილ ციტოკინური ქარიშხალი.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ უფრო მეტი ადამიანის დაინფიცირებით, ძალიან ინფექციურმა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება და სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვირუსი შეიძლება იყოს ნაკლებად პათოგენური. აქედან გამომდინარე, ბოლოდროინდელ კვლევებთან ერთად, რომლებიც აჩვენებენ, რომ Omicron-ის ვარიანტს შეუძლია ნაწილობრივ გაექცეს იმუნიტეტს ვაქცინებისა და წარსული ინფექციისგან, Omicron-ის ვარიანტის საერთო საფრთხე, სავარაუდოდ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით აუცრელი პოპულაციისათვის,”-წერს ზაზა წერეთელი.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …