გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 988 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 49 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 7,49%, ბოლო 14 დღის – 7,64%, ბოლო 7 დღის – 7,15%
დღეში 10 948 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანების რიცხვი 6 ათასს ჩამოსცდა და 5 999 შეადგინა.
კლინიკურ სასტუმროებში მყოფი პირები 1 151 ადამიანი იმყოფება.