მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ინფექციური კლინიკის ექიმი: “თუ არის 10 მძიმე პაციენტი, აქედან 9 აუცილებლად აუცრელია”

ინფექციური კლინიკის ექიმი: “თუ არის 10 მძიმე პაციენტი, აქედან 9 აუცილებლად აუცრელია”

დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ეპიდვითარება საქართველოში ისევ მძიმე რჩება. სპეციალისტები მდგომარეობის სირთულეს სეზონურ ვირუსებსაც უკავშირებენ. სპეციალისტები მოსახლეობას კვლავ იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვასა და რეკომენდაციების დაცვას ურჩევენ.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ კლინიკა გადატვირთულია და მძიმე პაციენტებს შორის, უმეტესობა აუცრელია:

“ბევრი პაციენტია ჰოსპიტალიზაციის მსურველი და მათგან, სამწუხაროდ ბევრს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. რეანიმაცია სრულად გადატვირთულია, არცერთი თავისუფალი ადგილი რეანიმაციული პაციენტისთვის არ გვაქვს. თუ არის 10 მძიმე პაციენტი, აქედან 9 აუცილებლად აუცრელია. აცრილებიც არიან მძიმედ, მაგრამ სამწუხაროდ, აუცრელები ჭარბობენ. ეს ფაქტიც გვეუბნება, რომ აცრა ნამდვილად გვიცავს,”- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …