მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ეპიდსიტუაცია მცირედით გაუმჯობესდა – კრიტიკული პაციენტების რაოდენობა შემცირდა

ეპიდსიტუაცია მცირედით გაუმჯობესდა – კრიტიკული პაციენტების რაოდენობა შემცირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 454 და გამოჯანმრთელების 3 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 7,06%, ბოლო 14 დღის – 8,06%, ბოლო 7 დღის – 7,74%
სულ აცრილია – 2 287 645, დღიურად აცრილია – 9 813

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 286 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროებში – 1 178.

 

ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაციის ინდიკატორები მცირედით უმჯობესდება: დადებითობის მაჩვენებლის გარდა, შემცირდა რეპროდუქციის ინდექსი, ანუ ერთი ადამიანის მიერ დაინფიცირებული ადამიანების საშუალო რაოდენობა. აღნიშნულმა ინდექსმა 0,9 შეადგინა.

შემცირდა აქტიური შემთხვევების რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე 43 ათასს შეადგენს.

შემცირდა ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების რაოდენობა – თუ წინა დღეებში მათი რიცხვი 2 ათასს აჭარბებდა, ამ ეტაპზე 1900-ზე ნაკლებია.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …