მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » სელექტიური კონტრაქტირების პირობები განახლდება – სამინისტრო კლინიკებისგან რეკომენდაციებს ელოდება

სელექტიური კონტრაქტირების პირობები განახლდება – სამინისტრო კლინიკებისგან რეკომენდაციებს ელოდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებს ჯანდაცვის სამინისტრო ერთ კვირას აძლევს, რათა მიაწოდონ საკუთარი რეკომენდაციები სელექტიური კონტრაქტირების პირობების შესახებ.

ინფორმაციას სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. უწყების ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ის პრინციპები და კრიტერიუმები განიხილეს, რომლებიც შესაძლოა სელექტიური კონტრაქტირებისთვის იქნას გამოყენებული.

„სელექტიური კონტრაქიტრება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც  მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე არიან ორიენტირებულნი,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მინისტრის პირველი მოადგილის  თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტლების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება საწოლფონდის საჭირო მოცულობა,  ხარისხობრივი ინდიკატორები, კერძოდ მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდების შესაძლებლობები.

გარდა ამისა,  გათვალისწინებული იქნება კლინიკების  მონაწილეობა სამედიცინო საუნივერსიტეტო განათლების პროგრამებში, კერძოდ,  COVID- 19-ის შემთხვევების მართვა  და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების პროცესი.

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სელექტიურ კონტრაქიტრებას  მიესალმებიან, რადგან ამით ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

სელექტიური კონტრაქტირების პრინციპი საერთაშორისო აკრედიტაციის წახალისებასაც ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ სელექტიური კონტრაქტირება საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა და პირველ ეტაპზე სამშობიაროებს შეეხო. მისი პრინციპი ასეთია: სელექტიური კონტრაქტირება ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კლინიკის ჩართვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლინიკაში წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა და მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე (სერვისების სირთულის მიხედვით). პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდა, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …