მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “მთავარია გადავრჩეთ და ვაქცინა ამას ასრულებს“ – მაია ბუწაშვილი აცრილების დაინფიცირების ფაქტებზე

“მთავარია გადავრჩეთ და ვაქცინა ამას ასრულებს“ – მაია ბუწაშვილი აცრილების დაინფიცირების ფაქტებზე

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, ვაქცინაციის შესახებ არასწორად იყო გაჟღერებული მოსაზრებები, რომ აცრილ ადამიანს კოვიდ 19 არ დაემართება და ამით ეპიდემიას დავამთავრებთ. ექიმი ამბობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ, მართალია, დაინფიცირების რისკი მცირდება, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა მაინც არსებობს. თუმცა, მისი განცხადებით, მთავარია, რომ გადავრჩეთ და ვაქცინაცია ამას ასრულებს.

იგი ახალი, ომიკრონის შტამსაც შეეხო და განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ვირუსოლოგებსა და კლინიცისტებს შორის შფოთვის სხვადასხვა ხარისხი არსებობს. კერძოდ, ვირუსოლოგები შეშფოთებულნი  არიან იმით, რომ ვირუსმა ახალ შტამში ბუნება ძალიან შეიცვალა და გაჩნდა ეჭვი, ხომ არ მივიღეთ „შიფტი“ ანუ სერიოზული ცვლილება. ამასთან, მაია ბუწაშვილის თქმით, კლინიცისტებისგან დამამშვიდებელი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ, მართალია ომიკრონს გადაცემის სიჩქარე მეტი აქვს, თუმცა ეს ყველა მუტაციას ახასიათებს და მიკროორგანიზმების ბუნებაა. ბუწაშვილის თქმით, ექიმები, ვისაც ომიკრინით დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ, გვამშვიდებენ, რომ დაავადება კლინიკურად მძიმე არაა და არც მაღალი ლეტალობა ახასიათებს. პირიქით, ჰოსპიტალიზაციის პროცენტი დაბალია.

მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა ომიკრონით და რთულ მიმდინარეობასა და გაზრდილ ჰოსპიტალიზაციაზე ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …