მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ 19-ის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 7%-ს ჩამოსცდა

კოვიდ 19-ის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 7%-ს ჩამოსცდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1 778 ადამიანს დაუდასტურდა. მართალია, ინფიცირების შემთხვევათა შემცირება შაბათ-კვირას დაბალ მიმართვიანობას უკავშირდება, თუმცა, ამასთან, დაკლებულია დადებითობის მაჩვენებელი. აღნიშნული მონაცემი, რომელიც ჩატარებული ტესტებიდან კოვიდ 19-ზე დადებითი პასუხის პროცენტულ მაჩვენებელს აღნიშნავს, დღიურ ჭრილში 6,88%-ია, ბოლო 14 დღის – 8,56%, ბოლო 7 დღის – 8,13%.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 63 პაციენტი.

გუშინ აიცრა 2 674 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 455 ადამიანი რჩება.

ამასთან, გაზრდილია ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი, რომელმაც 1-ს გადააჭარბა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …