5 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა, სავარაუდოდ, საქართველოშიც დაიწყება, რადგან ჩვენც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ. ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აცრის საშუალებით განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში შემავალი ბავშვები უნდა გადავარჩინოთ.
„კოვიდ 19-ით საქართველოში 8 ბავშვი გარდაიცვალა. ისინი რომ ვაქცინირებულები ყოფილიყვნენ, მათ სიცოცხლეს გადავარჩენდით. სხვა ვირუსები მათთვის მომაკვდინებელი არ იყო, რადგან ისინი მათ გადატანილი ჰქონდათ,“ -აღნიშნა პედიატრმა.
მისივე თქმით, არსებული ვაქცინები ყველა არსებული შტამისგან იცავს ადამიანს და, სავარაუდოდ, ომიკრონისგანაც დაიცავს.
„ჯერ არაფერი არ ვიცით ამ შტამზე. უნდა დაველოდოთ ავტორიტეტული ჯგუფების ინფორმაციას. წესით მძიმე სიმპტომები განსაკუთრებით არა რისკის პაციენტებთან არ იქნება, არა რისკ-ჯგუფში კი, სანედმიეროდ, ბავშვებიც შედიან და მათ სავარაუდოდ ომიკრონიც ისევე მარტივად უნდა გადაიტანონ, როგორც სხვა შტამები გადაჰქონდათ,“ – გაანაცხადა თემურ მიქელაძემ.
ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აცრილ ადამიანებს ლონგ-კოვიდი, რომელიც აუცრელი პაციენტების შემთხვევაში შესაძლოა 3-5 თვე გაგრძელდეს, პრაქტიკულად არ ემართებათ.
ამასთან, ექიმის თქმით, ბავშვებში, საბედნიეროდ ლონგ კოვიდი პრაქტიკულად არ ფიქსირდება. შეიძლება გვქონდეს მულრტისისტემური ანთებითი სინდრომი, რაც ორი და მეტი ორგანოს დაზიანებას გულისხმობს, თუმცა თუ პაციენტს მულტიპროფილურ კლინიკაში დროულად გადაიყვანენ, მისი სრული გამოჯანმრთელება ხდება. თემურ მიქელაძის განცხადებით, მის პრაქტიკაში 10-მდე ასეთი შემთხვევა იყო და ყველა ეს ბავშვი უკვე გამოჯანმრთელებულია.
პედიატრის განცხადებით, მის პრაქტიკაში 6 ათსამდე კოვიდინფიცირებული ბავშვი იყო და მათ შორის მხოლოდ 57 ჰოსპიტალიზაცია დაფიქსირდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.