მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » 3 დეკემბერს, კენ ვოლკერის კლინიკაში უფასო  სარეაბილიტაციო თერაპიები ჩატარდება

3 დეკემბერს, კენ ვოლკერის კლინიკაში უფასო  სარეაბილიტაციო თერაპიები ჩატარდება

3 დეკემბერს, კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკაში (მის: გუდამაყრის #4) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება.

ამ დღეს ყველა დაინტერესებულ ადამიანს  შესაძლებლობა აქვს  გაეცნოს კლინიკის გარემოს და უფასოდ ჩაიტაროს  სარეაბილიტაციო თერაპიები, როგორიცაა აკვა თერაპია, არტ თერაპია, რობოტოთერაპია და სპეციალისტების დახმარებით საკუთარ თავზე გამოსცადოს ეგზო-ჩონჩხი რობოტი.

გარდა ამისა, მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ  ადაპტირებული ავეჯის სახეობებს/ტიპებს და მოსინჯონ მაღალტექნოლოგიური თანამედროვე ადაპტაციური საშუალებები.

ღია კარის დღე განკუთვნილია როგორც დიდებისთვის, ასევე  პატერებისთვისაც. რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე: 032 2 11 20 20 პაციენტთა ჩაწერა მიმდინარეობს 10:00-18:00 საათამდე.

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო სარეაბილიტაციო კლინიკა ფუნქციონირებს 2020 წლიდან. კლინიკის შენობა და ინფრასტრუქტურა საგანგებოდ დაპროექტდა სარეაბილიტაციო სერვისის საჭიროებისათვის და დღესდღეობით წარმოადგენს წამყვან თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრს მთელ ამიერკავკასიაში.  მისი შიდა და გარე სივრცეების გეგმარება სრულად ითვალისწინებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს. კლინიკის შენობა და ეზო კეთილმოწყობილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ფუნქციონირებს ღია სპორტული მოედანი, საცურაო აუზი და დასარჩენი/სასტუმრო ოთახები პაციენტებისათვის. კენ ვოლკერის კლინიკის ხედვაა მაღალი ხარისხის მულტიპროფილური სარეაბილიტაციო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისათვის, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით. კლინიკის მისიაა, დახვეწოს რეაბილიტაციის მომსახურება ინოვაციური სერვისების დანერგვის, განათლების ხელშეწყობის, კვლევების განხორციელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის გზით.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …