მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » იტალიაში „მწვანე პასპორტის“ პირობები მკაცრდება – საშვით მხოლოდ აცრილი ან კოვიდგადატანილი ადამიანები ისარგებლებენ

იტალიაში „მწვანე პასპორტის“ პირობები მკაცრდება – საშვით მხოლოდ აცრილი ან კოვიდგადატანილი ადამიანები ისარგებლებენ

იტალია ამკაცრებს კოვიდ წესებს და 6 დეკემბრიდან ამოქმედდება იტალიური ე.წ „სუპერ მწვანე საშვი“.

ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ფეისბუქ-გვერდზე წერს.

„ეს საშვი დააფიქსირებს, რომ პიროვნება ან აცრილია ან გამოჯანმრთელდა, და მხოლოდ ასეთ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რათა ჰქონდეთ წვდომა კინოთეატრებში, თეატრებში, სპორტ დარბაზებში, ღამის კლუბებში, საბაგიროებსა და სტადიონებზე, ასევე ბარებში დახურულ სივრცეში რესტორნებში მომსახურებაზე.

იტალიაში და ევროკავშირის ბევრ სხვა ქვეყანაში ჯანმრთელობის საშვი მოქმედი წესები ასევე საშუალებას აძლევდა ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ წინა 48 საათის განმავლობაში ჩატარებული უარყოფითი ტესტის მტკიცებულება წარმოედგინათ, გამოეყენებინათ ეს რეკრეაციული ადგილებში შესასვლელად (რეჟიმი, რომელიც გახდა ცნობილი როგორც 3G), მაგრამ იტალიური „სუპერ მწვანე საშვი“ უკვე აუქმებს ამ მესამე ვარიანტს.

ნიდერლანდები და საფრანგეთი იმათ შორის არიან, რომლებიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღებენ ე.წ. 2G რეჟიმს. 3G ეხება გერმანულ სიტყვებს geimpft (ვაქცინირებული), getestet (შემოწმებული/ტესტირებული) და genesen (გამოჯანმრთელებული); 2G არის ვაქცინირებული ან გამოჯანმრთელებული.

15 დეკემბრიდან იტალია ასევე სავალდებულოს ხდის ვაქცინაციას სკოლის ყველა პერსონალის, პოლიციისა და სამხედროებისთვის. ჯანდაცვის მუშაკებისთვის ის უკვე დიდი ხანია სავალდებულოა,“- წერს ზაზა წერეთელი.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …