შაბათ-კვირის ფაქტორის გამო, დღევანდელ კოვიდ-სტატისტიკაში ინფიცირებისა და აცრების მაჩვენებელი საშუალო დღიურ მონაცემზე დაბალია.
სტატისტიკის თანახმად, ერთ დღე-ღამეში დაინფიცირდა 1851 ადამიანი, გარდაიცვალა 55.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8%-ია, ბოლო 14 დღის – 9,25%, ბოლო 7 დღის – 8,97%. კლინიკებში 6 708 ადამიანი მკურნალობს.