მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტების მორიგი პარტია შემოვიდა

საქართველოში Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტების მორიგი პარტია შემოვიდა

ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას აგრძელებს.

Hetero Biopharma Limited-ის წარმოებული 2 000 დოზა ტოცილიზუმაბი და Roche-ს მონოკლონური ანტისხეულები – 500 დოზა რონაპრივი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) უკვე საქართველოშია.

მედიკამენტების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის „Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა.

2 000 დოზა „ტოცილიზუმაბი“ და 500 დოზა „რონაპრივი“ სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.

Hetero Biopharma Limited-ი ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც „ტოცილიზუმაბის“ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო.

„ტოცილიზუმაბი“ აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

შეგახსენებთ, Roche-ს მონოკლონური ანტისხეულები სამინისტრომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო.

Roche-ს მონოკლონურ ანტისხეულებს კი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …