თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, კოვიდ ტესტირების პუნქტი ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში აღმოჩნდა. ინფორმაციას სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.
“სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო პერიოდულად ახდენს კოვიდ ტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ” – აცხადებენ სააგენტოში და ამბობენ, რომ სააგენტოს მიერ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ
მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც.