მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » გუგა ქაშიბაძე: „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედება  იმუნიზაციის პროცესს გაააქტიურებს

გუგა ქაშიბაძე: „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედება  იმუნიზაციის პროცესს გაააქტიურებს

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი  გუგა ქაშიბაძე jandacva.ge-სთან „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედებას აფასებს. მისი განმარტებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება  იმუნიზაციის პროცესს გაააქტიურებს. შესაბამისად, მივიღებთ იმას, რომ იყოს მეტი ჯანმრთელი ადამიანი, ხოლო კოვიდისგან გართულებები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

„როგორც ექიმი ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმები და ხელსაც ვუწყობ. ზუსტად დღეს გავიკეთე  ფაიზერის ბუსტერ დოზა. ყველა იმ რეგულაციას, რომელიც ხელს შეუწყობს იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებას, თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. ვიღაცას შეიძლება საწინააღმდეგო აზრი ჰქონდეს, თუმცა, აცრაზე და მის შედეგებზე ფსონი დიდია,“ – აცხადებს ქაშიბაძე.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს,რომ „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებას  საზოგადოების გარკვეული კატეგორია აპროტესტებს, თუმცა, რეგულაცია ყველასთვის მისაღები ვერასდროს იქნება.

„ნებისმიერ რეგულაციას, რომელიც აცრილთა რაოდენობას  გაზრდის, მივესალმები. იგივე ლატარიის გათამაშება, ეს მხოლოდ საქართველოში ხომ არ გამოუგონიათ, პანდემია ხომ მარტო საქართველოში არ ყოფილა. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრი იზიარებს მსოფლიოს გამოცდილებას, სადაც ეს ეტაპები მეტნაკლებად უკვე გავლილია. შესაბამისად, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის აპრობირებული, გამოცდილი.

მესმის, რომ ხალხი არის დაძაბული, თითქოს მობეზრდა ამაზე საუბარი, მაგრამ უკანასკნელ 24 საათში  77 ადამიანია კოვიდისგან გარდაცვლილი, როგორც ექიმს, ღრმად მწამს, რომ ეს ადამიანები აცრილები რომ ყოფილიყვნენ, გაცილებით ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა. სამწუხაროა, რომ რაღაცნაირად შევეგუეთ ამას და ვთვლით, რომ ეს ჩვენ არ გვეხება,“-აცხადებს ქაშიბაძე.

შეგახსენებთ, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …