საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდებონამ 800 ათასს გადააჭარბა და 800 293 შეადგინა. ეს კი მოსახლეობის დაახლოებით 22%-ია.
მათგან ბოლო 24 საათში ვირუსი 4 446 ადამიანს დაუდასტურდა.
მცირედით იკლო დადებითობის მაჩვენებელმა და შეადგინა: დღიური – 8,89%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო 7 დღის – 9,05%.
ბოლო 24 საათში 77 პაციენტი გარდაიცვალა.
აიცრა 7 307 ადამიანი.
სტაციონარში მყოფი ადამიანების რაოდენობა მცირედით შემცირდა და 6 505 შეადგინა.