მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „გამოცხადებული თვითმკვლელობის ქრონიკა“ – საქართველო იმუნიზაციის მსოფლიო რუკაზე ისევ ბოლო რიგებშია

„გამოცხადებული თვითმკვლელობის ქრონიკა“ – საქართველო იმუნიზაციის მსოფლიო რუკაზე ისევ ბოლო რიგებშია

100 ადამიანზე ადმინისტრირებული ვაქცინის რაოდენობით საქართველო მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის 117-ე ადგილზეა. “ნიუ იორკ თაიმსის” მონაცემებით, საქართველოში 100 მოსახლეზე 56 დოზა ვაქცინაა გამოყენებული.

„გამოცხადებული თვითმკვლელობის ქრონიკა“ – ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე საქართველოში ვაქცინაციაზე დაბალ მოთხოვნას.

„დღეში 83 გარდაცვლილიდან 83-ვე ან 82 არის აუცრელი. შეგვიძლია ადამიანების გადარჩენა და იმის გამო, რომ სათანადო დონეზე ვერ მოვახერხეთ ინფორმაციის მიწოდება გასაგებ ენაზე, ვერ მოვახერხეთ კითხვებზე პასუხების მიწოდება, ვინც დეზინფორმაციის ტყვეობაში იყო, მათი გადარწმუნება ვერ მოვახერხეთ და დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის მხოლოდ მესამედია აცრილი ორი დოზით. აცრა აუცილებელია, რათა შემზარავი რიცხვები თავიდან ავიცილოთ,“- აცხადებს აკაკი ზოიძე.

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, აუცილებელია, ვაქცინა რეგიონების მოსახლეობამდე მივიტანოთ, იყოს მობილური ჯგუფები,რომლებიც ადამიანებს ვაქცინაციას განახორციელებს.

„ამასთან, თუ გავაძლიერებთ კონტროლს ნიღბის ტარებაზე,შეკრებებზე, ჰიგიენურ ნორმებზე, ეს მდგომარეობას ოდნავ მაინც გაგვიუმჯობესებს,“- აცხადებს ჩხაიძე.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …