სახელმწიფოს მიერ შეძენილი, გრიპის 4-კომპონენტიანი ვაქცინის უფასოდ გაკეთება რისკ-ჯგუფების წარმომადგენელთა ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ. ოჯახის წევრებად კი მეუღლე და შვილები მიიჩნევიან. როგორც jandacva.ge-ს პოლიკლინიკებსა და გრიპის იმუნიზაციის პროგრამაში ჩართულ კერძო დაწესებულებებში განუცხადეს, განსაზღვრულ კატეგორიასთან ერთად, უფასო ვაქცინაცია მათი ოჯახის წევრებს უკვე შეუძლიათ და ამ მიზნით რისკჯგუფში შემავალი პირის პირადობის მოწმობის წარდგენაა საჭირო.
გრიპის საწინააღმდეგო, 4-კომპონენტიანი ვაქცინით უფასო აცრა განკუთვნილია შემდეგი ჯგუფებისთვის: მოხუცთა სახლებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი, სკოლის პედაგოგები, საბავშო ბაღის აღმზრდელები, დიაბეტით დაავადებულები, ვეტერინარიის სფეროში დასაქმებულები და 60 წელს ზემოთ ნებისმიერი ადამიანი. საუბარია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ვაქცინებზე. სახელმწიფომ წლევანდელი სეზონისთვის გრიპის 200 ათასი ერთეული ვაქცინა შეიძინა.