მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 11 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 11 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 11 ათასს გადააჭარბა და 11 057 შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 10-ათასიან ნიშნულს ეს მაჩვენებელი 30 ოქტომბერს ასცდა. შესაბამისად, ქვეყანაში ორ კვირაში კოვიდ 19-მა 1000 ადამიანი იმსხვერპლა.

მხოლოდ ბოლო 24 საათში 82 პაციენტი დაიღუპა.

ვირუსი დაუდასტურდა 1 820 ადამიანს. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 9,03%, ბოლო 14 დღის – 9,97%, ბოლო 7 დღის – 9,52%

 

შემცირდა აცრების მაჩვენებელი, რაც, დადასტურებული შემთხვევების მსგავსად, შაბათ-კვირის ეფექტის შედეგია – ერთ დღეში 1 874 ადამიანი აიცრა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 847 პაციენტი იმყოფება. 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …