მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-დან 34%-მდე დაეცა – გაზრდილი მსხვერპლის მიუხედავად, მოსახლეობა უსაფრთხოების ზომებზე უარს ამბობს

პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-დან 34%-მდე დაეცა – გაზრდილი მსხვერპლის მიუხედავად, მოსახლეობა უსაფრთხოების ზომებზე უარს ამბობს

საქართველოში ნიღბების ტარების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. საიტ covid19.healthdata.org-ის მონაცემებით, დღეისათვის ეს მონაცემი 34%-ია. გასული კვირების განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 47%-ს შეადგენდა, რაც, სპეციალისტების განცხადებით, საგანგაშო მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, კანონის თანახმად, პირბადის ტარება გარე და შიდა სივრცეში სავალდებულოა და დარღვევაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, თუმცა შსს-ს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მონაცემები, რამდენი ადამიანი დაჯარიმდა აღნიშნული კანონდარღვევისთვის.

ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რეგულაციების აღსრულება დაიწყოს.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …