მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა,შესაძლოა, აცრის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერები მიიღონ

სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა,შესაძლოა, აცრის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერები მიიღონ

სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა, შესაძლოა, აცრის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერები მიიღონ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის წასახალისებლად სხვა ღონისძიებების გატარებაც იგეგმება, თუმცა სხვა კონკრეტული პირობები არ დაუსახელებია.

კერძოდ, მისი განცხადებით, საუბარია აგრესიულ საკომუნიკაციო კამპანიაზე, როგორიც საარჩევნო პერიოდში ტარდება ხოლმე.

გამყრელიძე ამბობს, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება 60 წელს გადაცილებული ადამიანების წახალისებაზე.

იქნება სახეცვლილი აცრების მარათონი და „სერიოზული სტიმულები“. ამირან გამყრელიძის განცხადებით, 10 დიდ ქალაქში პარასკევი-შაბათ-კვირის ინტენსიური აცრების აქციებიც ჩატარდება.

მისი თქმით, აცრების კუთხით რომ ისეთივე აქტიურები ვყოფილიყავით, როგორც აგვისტოსა და სექტემბერში, დღეს გარდაცვალების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ გვექნებოდა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …