მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „დღეს 53 გარდაცვლილის ნაცვლად 1-2 დაღუპული გვეყოლებოდა“ – ექიმები ვაქცინაციის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე საუბრობენ

„დღეს 53 გარდაცვლილის ნაცვლად 1-2 დაღუპული გვეყოლებოდა“ – ექიმები ვაქცინაციის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე საუბრობენ

დღეს 53 გარდაცვლილის ნაცვლად 1-2 დაღუპული გვეყოლებოდა – ამის შესახებ ექიმი-თერაპევტი ხათუნა ნუცუბიძე აცხადებს.

მისი თქმით, კორონავირუსის სხვადასხვა შტამის გამრავლება რეინფიცირების ალბათობას ზრდის, ამიტომ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ერთხელ გადატანის შემთხვევაში, მას ვირუსი – თუნდაც იგივე შტამი – არ დაემართება. ამასთან, ექიმის თქმით, წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, უკვე წამოვიდა რესპორატორული ინფექციები, რომლებმაც გადაფარა კოვიდ 19 და პაციენტების დენადობამ იმატა.

ამასთან, მედიკოსი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც კორონავირუსს ერთვის თან, მათ შორის მისი გადატანის შემდეგ – კერძოდ, წამყვანი გახდა ადამიანის ნევროლოგიური სტატუსი და ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა.

„ჩემი პრაქტიკა აჩვენებს, რომ თუ პაციენტი მშვიდად ხვდება ინფექციას, დაავადება მშვიდად, გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ამ დაავადებას ნერვული სისტემა მართავს,“- განაცხადა ნუცუბიძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ხათუნა ნუცუბიძე ამბობს, რომ აცრილი ადამიანებიც ინფიცირდებიან, თუმცა თუ მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა აიცრება, ინფიცირების ალბათობა შემცირდება, და გარკვეული დროის შემდეგ დადგება ეპოქა, როცა, როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში მოხდა, კოვიდსაც დავივიწყებთ.

“ვაქცინირებული პაციენტი რომ გარtულებების გარეშე ასრულებს დაავაადებას, ეს ფაქტია.

რეანიმაციებში მათი რაოდენობა თითზე ჩამოსათველლია და იშვიათია შემთხვევა, როცა ვაქცინირებული პაციენტი რთულდება, ლეტალურ გამოსავალზე კი საუბარი აღარ არის.

ყოველდღიურად 40 და 53 პაციენტის გარდაცვალება საქართველოსთვის ტრაგედიაა,“- განაცხადა ხათუნა ნუცუბიძემ.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …