კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი წინა დღესთან შედარებით შემცირდა და 5 206 შეადგინა. თუმცა მაღალია დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,71%, ბოლო 14 დღის – 9,34%, ბოლო 7 დღის – 9,77%.
გაიზარდა ლეტალობის მაჩვენებელი – ერთ დღე-ღამეში 53 პაციენტი გარდაიცვალა, რაც 17 სექტემბრის შემდეგ მაქსიმალური ნიშნულია.
ერთ დღეში 3 469 ადამიანი აიცრა.