საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა შესაძლოა, ყველა ასაკის ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს მსჯელობა, ხომ არ არის მიზანშეწონილი, გაფართოვდეს და მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი. მაგალითად, მწეველების შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბუსტერ დოზის ეფექტურობა მაღალია და ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, ასაკობრივად გავმიჯნოთ მწეველი არამწეველისგან. ამდენად, შესაძლოა, მივცეთ რეკომენდაცია, რომ პირს თუ აქვს რაიმე თანმხლები დაავადება, მან ჩაიტაროს ბუსტერ დოზა და ექიმთან შეთანხმებით, ნებსიმიერი ასაკის პირს თავად შეეძლება გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღემდე მოქმედი წესის თანახმად, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს შეუძლიათ. დამატებითი დოზის გაკეთება დადგენილია მეორე აცრიდან ექვს თვეში.