ბოლო 24 საათში კორონავიორუსი 6 024 ადამიანს დაუდასტურდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ერთხელ, 17 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ვირუსი 6208 ადამიანს გამოუვლინდა.
გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელიც – ბოლო 24 საათში კოვიდ 19-მა 49 ადამიანი იმსხვერპლა, რაც 18 სექტემბრის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.
ისევ მაღალია დადებითობის მაჩვენებელი და შეადგენს: დღიური – 10,33%, ბოლო 14 დღის – 9,13%, ბოლო 7 დღის – 9,46%
ამ ფონზე, დაბალია აცრების სტატისტიკა – ერთ დღეში მხოლოდ 3 868 ადამიანი აიცრა.
სტაციონარებში 6 546 პაციენტი იმყოფება.