მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ლევან გოფოძე: „მწვანე ბარათების“ ამოქმედება ვაქცინაციის ტემპს დააჩქარებს

ლევან გოფოძე: „მწვანე ბარათების“ ამოქმედება ვაქცინაციის ტემპს დააჩქარებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე „მწვანე ბარათების“ ამოქმედების მომხრეა და აცხადებს, რომ აღნიშნული ვალდებულება ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპს დააჩქარებს.

„ამან შეიძლება ხელი შეუწყობს აცრების სტიმულაციას. ქართველები ცოტა უცნაური ხალხი ვართ, მაგრამ არ არის ცუდი იდეა, იქნებ ამის ხათრით მაინც აიცრას ხალხი. ეს ჩემთვის ძნელი სათქმელია, თუმცა, მეჩვენება, რომ ცუდი იდეა არ არის“-აცხადებს გოფოძე jandacva.ge-სთან საუბარში.

მისივე განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის უმრავლესობა, დაახლოებით 90%  აცრილია. „ჩვენთან პერსონალის გაფართოება, ანუ ახალი კადრის დამატება  ძალიან სწრაფად მოხდა, შესაბამისად,ჯერჯერობით, მთლიანი კადრის აცრა ვერ მოვასწარით, თუმცა, აცრილი თანამშრომელი ყოველდღიურად გვემატება,“-აცხადებს გოფოძე.

მისი თქმით, ვაქცინაციის მნიშნელობას რესპუბლიკური კლინიკის მაგალითიც ადასტურებს, სადაც რეანიმაციაში საკმაოდ ბევრი – 70 პაციენტი მკურნალობს და მათგან არცერთი არაა ვაქცინირებული.

შეგახსენებ,ბოლო დღეებია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა  უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.

დღესვე, კომპანია „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა საქართველოს მთავრობას მიმართა და  „მწვანე ბარათების“ ამოქმედებისკენ მოუწოდა. მწვანე ბარათის არსი ისაა, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში ადამიანები მხოლოდ აცრის, კოვიდ 19-ის გადატანის ან ტესტების უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში შეუშვან. საკითხზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …