მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » www.atsrili.ge ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში ჩართულ კომპანიებს დახმარებას სთავაზობს

www.atsrili.ge ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში ჩართულ კომპანიებს დახმარებას სთავაზობს

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებისა და ვაქცინაციის ნელი ტემპების ფონზე, Echolize-მა მასშტაბური სოციალური კამპანია დაიწყო-„ბიზნესი პანდემიის წინააღმდეგ“, რომელიც ცნობილ ბრენდებს, კომპანიებს, მცირე და საშუალო  ბიზნესსა და მოქალაქეებს  პანდემიის წინააღმდეგ ერთ პლატფორმაზე, atsrili.ge – ზე აერთიანებს. კამპანიის მიზანი ვაქცინაციის წახალისება და ხელშელშეწყობაა – რაც შეიძლება მეტ ადამიანში გაჩნდეს მოტივაცია და სურვილი, აიცრან.

Atrili.ge ჯერ კიდევ ზაფხულში, პანდემიის პიკის დროს შეიქმნა და სულ რამდენიმე დღეში 200-მდე პასუხისმგებლიან ბიზნესს მოუყარა თავი, რომლებიც აცრილ მოქალაქეებს სხვადასხვა შეთავაზებასა და ბენეფიტს სთავაზობენ.

გოგა ბერიძე- კამპანიის ორგანიზატორი: „კამპანიის პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. შემდეგ თითქოს ქვეყანაში პანდემიის საკითხმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ინფიცირების მაჩვენებლებიც ცოტა გაუმჯობესდა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ მდგომარეობა გაუარესდა როგორც ინფიცირების , ისე ვაქცინაციის მხრივ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ზაფხულში დაწყებული კამპანია უფრო მასშტაბური გაგვეხადა. ამჯერად წახალისებას არა მხოლოდ მოქალაქეებს, იმ ბიზნესებსაც ვუკეთებთ, რომლებიც სოციალური  პასუხისმგებლობას იჩენენ, atsrili.ge-ზე რეგისტრირდებიან და ვაქცინაციის წახალისებისთვის თავად სთავაზობენ ბენეფიტებს მომხმარებლებს. “

პლატფორმა https://www.atsrili.ge/ ორასზე მეტ ბიზნესს აერთიანებს, რომელთაგანაც 95% მცირე და საშუალო ბიზნესია, ის სეგმენტი, რომელიც პანდემიის პირობებში ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს სეგმენტი ყველაზე მეტად დაზარალდა,  მათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, როცა ამ კამპანიაში შემოგვიერთდნენ. ამიტომ ვფიქრობთ, ისინი იმსახურებენ შესაბამის ჯილდოს. ამასთან გვინდა კიდევ უფრო მეტ ბიზნესს გავუჩინოთ მოტივაცია, ჩაერთონ ამ კამპანიაში.

ამაში კი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები გვეხმარებიან. მათ გვერდით, ჩვენთან ერთად, ისეთი კომპანიები, ბრენდები და ინფლუენსერები დადგნენ, რომლებსაც შეუძლიათ ხელშესახები დახმარება აღმოუჩინონ, ხელი შეუწყონ მათი საქმიანობის განვითარებას. უფასო სასწავლო კურსები, ვებინარები, ტრენინგები, ფასდაკლებები დაზღვევაზე, სარეკლამო მომსახურებაზე და ა.შ. პლატფორმაზე რეგისტრირებული ბიზნესისთვის უკვე ხელმისაწვდომია.“- განაცხადა გოგა ბერიძემ.

Atsrili.ge-ზე შეთავაზების დამატება ნებისმიერ ბინზესს აქ შეუძლია, რის შემდეგაც ის უკვე ავტომატურად ისარგებლებს ყველა იმ შეთავაზებებით, რომლებიც კამპანიის პარტნიორები   სთავაზობენ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …