მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ოქტომბერში კორონავირუსმა 1131 ადამიანი იმსხვერპლა – ამ ფონზე, აცრების მაჩვენებელი ისევ მცირდება

ოქტომბერში კორონავირუსმა 1131 ადამიანი იმსხვერპლა – ამ ფონზე, აცრების მაჩვენებელი ისევ მცირდება

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება: გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 5553 ადამიანს დაუდასტურდა. სამშაბათობით, ტრადიციულად, შემთხვევების რაოდენობა იმატებს,  რადგან ამ დღის სტატისტიკა ასახავს იმ ტესტების შედეგსაც, რომლებიც შაბათ-კვირას არ გაკეთდა და რომელთა ჩასატარებლად ადამიანებმა ამბულატორიებს ორშაბათს მიმართეს. თუმცა, თუ არ მონაცემს გასული ამშაბათის სტატისტიკას თითქმის 800-ით აჭარბებს. რაც ყველაზე საგანგაშოა, მომატებულია დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რომელიც უკვე 11%-ს გადასცდა.

გაზრდილია ბოლო 14 დღის და ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელიც და შეადგენს 9,02% სა და 9,06%-ს.

ასევე მომატებულია ლეტალობის დღიური მაჩვენებელი – გასულ 24 საათშიინფექციას 47 ადამიანი ემსხვერპლა.

ოქტომბრის თვეში კოვიდ 19-ის შედეგად 1131 ადამიანი გარდაიცვალა.

მძიმე სტატისტიკის ფონზე, შემცირებულია აცრების მაჩვენებელი – გუშინ ვაქცინაცია მხოლოდ 3 369-მა ადამიანმა ჩაიტარა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …