კვების ობიექტებს ერთერთი რეგულაცია მოეხსნათ, რომლის თანახმადაც, ამ დრომდე აკრძალული იყო ბართან მომსახურების მიღება. აღნიშნული ცვლილება ეხება სასტუმროებსაც.
შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე‘‘ ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ jandacva.ge-ს განუცხადა, აღნიშნული რეგულაციის მიზანი იყო, ბართან მომხმარებლების კონცენტრაციის თავიდან აცილება, რათა ეპიდემიოლოგიური საფრთხეები მინიმუმამდე ყოფილიყო შემცირებული.
მისივე თქმით, აღნიშნული დარღვევა არაერთ ობიექტში აღმოჩნდა და მისი მფლობელები დაჯარიმდნენ. თუმცა, როგოც ფერაძე ამბობს, ობიექტების დიდი ნაწილში რეგულაციების დაცვა ხდება და აღნიშნული შეზღუდვის დატოვების აუცილებლობა აღარ იყო.
სხვა ყველა რეგულაცია,რომლებიც კვების ობიექტებს ეხება, ძალაში რჩება.