მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » გარდაცვალების მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო – ლეტალობის სტატისტიკის მატება მომდევნო დღეებშიც მოსალოდნელია

გარდაცვალების მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო – ლეტალობის სტატისტიკის მატება მომდევნო დღეებშიც მოსალოდნელია

ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 942 ადამიანს დაუდასტურდა. 

დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 8,5%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო 7 დღის – 9,04%.

გარდაიცვალა 46 პაციენტი. ბოლო რამდენიმე დღეა, გარდაცვალების მაჩვენებელი მატულობს, რაც, სავარაუდოდ, იმ პაციენტებზე მოდის, რომლებიც 12 ოქტომბრიდან დაწყებული, ინფიცირების დღიური შემთხვევების ნახტომისებური ზრდის დროს დაინფიცირდნენ.

სპეციალისტების განცხადებით, ინფიცირების პიკის შედეგები ლეტალობის მაჩვენებელი ორი კვირის გავლის შემდეგ იწყებს ასახვას. შესაბამისად, მომდევნო დღეებში გარდაცვალების მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი.

უკიდურესადაა შემცირებული აცრების მაჩვენებელი – ერთ დღეში აცრა მხოლოდ 1 877-მა ადამიანმა ჩაიტარა. 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …