გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ 19 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, რაც წინა დღესთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 8,32%, ბოლო 14 დღის – 8,89%, ბოლო 7 დღის – 8,99%.
დღიური შემთხვევებისგან განსხვავებით, გაიზარდა ლეტალობის მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში ვირუსს 40 ადამიანი ემსხვერპლა.
ისევ დაბალია იმუნიზაციის მაჩვენებელი – ბოლო დღე-ღამეში 5 309 აცრა ჩატარდა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 895 ადამიანი იმყოფება, რაც კოვიდ საწოლფონდის 70%-ია.