ასტრაზენეკას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, 1 ნოემბრიდან იმ პირებს, ვისაც მიღებული აქვთ ასტრაზენეკას პირველი დოზა, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: პფაიზერი, სინოფარმი ან სინოვაკი.
5 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას” პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსახლეობა „ასტრაზენეკას” მეორე დოზით შეძლებს აცრას.„სამწუხაროდ, ვაჩერებთ „ასტრაზენეკას” პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ახლა „ასტრაზენეკა” მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ, „კოვაქსი” თუ მოგვაწვდის „ასტრაზენეკას”,-აღნიშნა გამყრელიძემ.