გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ 19-ის 4411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 26 კოვიდინფიცირებული. დღევანდელი მაჩვენებელი გუშინდელ სტატისტიკას 800-ით ჩამოუვარდება.
მცირედით გაუმჯობესებულია დადებითობის მაჩვენებელი: დღიურად ეს მონაცემი 8,21%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღეში – 8,83%-ს, ბოლო 7 დღეში კი 9,05%.
ამასთან, არ იზრდება აცრების სტატისტიკა – ერთ დღეში მხოლოდ 5 194 ადამიანი აიცრა.