5219 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ უმჯობესდება. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდება გუშინდელ, სამშაბათის მონაცემს, რომელიც, როგორც წესი, შაბათ-კვირის “გამოტოვებული” ტესტების დაგროვებულ მაჩვენებელაც ასახავს.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 9,11%, ბოლო 14 დღის – 8,79%, ბოლო 7 დღის – 9,02
ისევ მცირდება აცრების მაჩვენებელი – ვაქცინაციის მარათონის ფონზე, ქვეყანაში ერთ დღეში მხოლოდ 5543 ადამიანი აიცრა.