მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ეს დაავადება, ისევე როგორც წითელა და ჩუტყვავილა, ვინც არ არის იმუნური, ყველას იპოვის და ყველას დაემართება“

„ეს დაავადება, ისევე როგორც წითელა და ჩუტყვავილა, ვინც არ არის იმუნური, ყველას იპოვის და ყველას დაემართება“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის მოსაზრებით, როდესაც ქვეყანაში არის საკმარისი ვაქცინა, არავითარ “ლოკდაუნზე” საუბარი არ უნდა იყოს.

მისივე თქმით, მისი პირადი აზრია, რომ შეზღუდვების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ჯანდაცვის სექტორი დატვირთვას ვეღარ უძლებს.

“ყველა გათვლებით, იმ შეზღუდვებმა, რაც იყო შარშან გაზაფხულზე, ამ ქვეყანაში, მინიმუმ, 10 000 სიცოცხლე შეინარჩუნა, მაგრამ დღეს სხვა დროა, ვაქცინა არის. შეზღუდვები, რა თქმა უნდა, საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო სექტორი ვეღარ უძლებს დატვირთვას. დღეს შეზღუდვა საჭირო არის მხოლოდ ამისთვის, რომ სამედიცინო სექტორს მიეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. დანარჩენი კი, ვაქცინა ხომ არის?! კეთილი ინებონ და ადამიანებმა აიცრან, ქვეყანა ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ ვიღაცა არ იცრება. ჩემი პირადი აზრია, რომ როდესაც ქვეყანაშია საკმარისი რაოდენობის ვაქცინა, არავითარ ლოკდაუნზე ლაპარაკი არ უნდა იყოს, თუ სამედიცინო სექტორი უძლებს დატვირთვას,”- აცხადებს იმნაძე.

რაც შეეხება პროგნოზებს, იმნაძის განცხადებით, კორონავირუსი ყველს მისწვდება, ვინც იმუნური არ იქნება.

“გადაცემის რისკი ზაფხულშიც კი ძალიან მაღალია, აგვისტოში ამაში დავრწმუნდით და წარმოიდგინეთ ზამთარში ეს რისკები როგორ იზრდება, როცა უმრავლესობა ჩაკეტილია. ჩაკეტილი სივრცეები ბევრია და აცრები დიდად არ მომატებულა ზაფხულის მერე. ამიტომ ჩვენ, ყველანაირი გათვლებით, ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვირუსის ამთვისებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დაავადება, ისევე როგორც წითელა და ჩუტყვავილა რომ მოედება ყველას, ვინც არ არის იმუნური, ყველას იპოვის და ყველას დაემართება. არავინ იფიქროს, რომ ვინმე კორონას გადაურჩება,” – განაცხადა პაატა იმნაძემ “დღის კურიერის” ეთერში.

 

რუსთავი2

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …