კოვიდ 19-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მეოთხე ტალღის პიკს უახლოვდება. გასულ 24 საათში ინფექცია 5739 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 10,15%, ბოლო 14 დღის – 8,64%, ბოლო 7 დღის – 9,12%. დღიურად აცრილია 6 203 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანა უკვე შევიდა მეხუთე ტალღაში და ეს ტალღა, წინა ტალღებისგან განსხვავებით, ბევრად მაღალი მაჩვენებლით დაიწყო, რაც საგანგაშო ტენდენციაა.