მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » მცხეთის კოვიდ-ცენტრის დირექტორი: კლინიკაში ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს შორის არცერთი აცრილი არ არის

მცხეთის კოვიდ-ცენტრის დირექტორი: კლინიკაში ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს შორის არცერთი აცრილი არ არის

ვაქცინის მოქმედებას ვხედავთ ის ადამიანები, რომლებიც ვმუშაობთ ჰოსპიტალურ სექტორში და შეხება გვაქვს კოვიდპაციენტებთან. ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპების კლება განსაკუთრებით მტკივნეული სწორედ ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებულებისთვისაა, რადგან ისინი ხედავენ, რომ არავაქცინირებულ პაციენტებში დაავადება ბევრად მძიმედ და დრამატულად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ბოლო დღეების სტატისტიკით, მის კლინიკაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს  შორის აცრილები არათუ პრტაქტიკულად, საერთოდ არ არიან.

ამასთან, მუმლაძის თქმით, ეს არ გამორიცხავს, რომ აცრილი ადამიანი არ შეიძლება დაინფიცირდეს, თუმცა მედიკოსი ცალსახად აცხადებს, რომ სრულად ვაქცინირებულებში დაავადება უმეტეს შემთხვევაში პრაქტიკულად უსიმპტომოდ ან მინიმალური სიმპტომებით მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტირებულები არ იცავენ იზოლაციის წესებს.

რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას, ლიკა მუმლაძის თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფომ არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ის გამოთქვამს იმედს, რომ მარათონის ფარგლებში იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდება. თუმცა ერთერთ მთავარ გამოწვევად საზოგადოებისგან დაბალ მიმღებლობას ასახელებს.

ლიკა მუმლაძე ყურადღებას ამახვილებს ბავშვების მშობლების იმუნიზაციის აუცილებლობაზე და ამბობს, რომ მცირეწლოვნის დაცვის მთავარი გზა ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციაა.

„თუ დედა მამა არაა ვაქცინირებული, ჩათვალეთ, რომ ეს ბავშვი ოინფექციისგან სრულად დაუცველია,“ – აცხადებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …