საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 510-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 479 ადამიანს დაუდასტურდა, 2 374 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10%-ს აღწევს.
გუშინ, 17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 581 შემთხვევა გამოვლინდა, 2 494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.
ამ ფონზე და ეპიდემიოლოგების ყოველდღიური მოწოდების მიუხედავად, ქვეყანაში პირბადეების ტარების მაჩვენებელი მცირდება და 48-დან 47%-მდე ჩამოვიდა.