ბოლო 24 ს აათში საქართველოში კორონავირუსი 3 270 ადამიანს დაუდასტურდა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე ნაკლებია. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ გუშინ უქმე დღე იყო და, შესაბამისად ტესტებზე მიმართვიანობა მაღალი არ იყო. სულ 38093 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელმა კი შეადგინა: დღიური – 8,58%, ბოლო 14 დღის – 7,58%, ბოლო 7 დღის – 8,75%
აიცრა 3 843 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 153 ინფიცირებული იმყოფება.